საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორების ვიზიტი გერმანიაში

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა, პროფესორი ნანა ჭიღლაძე და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე მიმდინარე საგრანტო პროექტის „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლას და   რეგენსბურგის უნივერსიტეტს. შეხვედრები გაიმართა მასპინძელი უნივერსიტეტების აკადემიურ პერონალთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საჯარო მმართველობის სამართლის პროგრამის შემუშავების გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის სამართლის სასწავლო პროგრამის ძირითად კომპონენტებს, სწავლა-სწავლების მეთოდებს, აგრეთვე კონცეფციის დანერგვისა და განხორციელების გამოწვევებს.

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაცნობის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემა, რომელიც ეფუძნება პროფესიული საჯარო მოხელის ისტიტუტს არის გერმანული საჯარო სამსახურის მოდელის გაზიარების შედეგი. 

თარიღი: 10/01/2024